გენერალურმა პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
პროკურატურამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც გამოცხადებაზე უარი განაცხადეს.