ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საგამოძიებო კომისია ბადრი ჯაფარიძის საქმეს პროკურატურას გადასცემს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართავს.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ჯაფარიძის კომისიის წინაშე გამოუცხადებლობაა.

„ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი… საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება სხდომის დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს“, – თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებითაც.

, კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ის ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ , მესაკუთრე იყო.
ლეონიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მას ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

იტვირთბა....