დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში “ოცნების” უმრავლესობა დაიშლება, რადგან მას შვიდი დეპუტატი დატოვებს. ეს დეპუტატები ისინი არიან, რომლებიც ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებენ
„ვვარაუდობ, რომ 7 დეპუტატი დატოვებს და უმრავლესობა დაიშლება. რა მოვლენებიც ვითარდება მოსამართლეთა კანონთან მიმართებაში და რასაც ვუყურებთ, ეს წყალგამყოფია. ეს ადამიანები ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით უმრავლესობის შემადგენლობაში არიან“– განაცხადა დავით ჭიჭინაძე.
მისივე ვარაუდით, იმ დეპუტატებმა, რომლებიც უმრავლესობას დატოვებენ, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან.