არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი: ბევრი ქვეყნის ლიდერია დაინტერესებული, რომ ინაუგურაციის დღეს ჩვენთან იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბევრი ქვეყნის ლიდერია დაინტერესებული, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს საქართველოში იყოს.

რაც შეეხება იმას, თუ სად გაიმართება ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩუგოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, მიმდინარეობს განხილვა. ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ქვეყნის ლიდერი არის დაინტერესებული, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად იყოს და ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს მიულოცოს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავება. 16 დეკემბერს ინაუგურაცია უნდა ჩაატაროს ქვეყანამ ისე, რომ ღირსეულად წარმოჩნდეს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამ ეტაპზე ვემზადებით ამისთვის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....