გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ახლახანს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მოსალოდნელ შეხვედრას ეხმაურება.
“მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვდება საქართველოს მოქალაქეს” – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და სალომე ზურაბიშვილს არ ცნობენ პრეზიდენტად. ისინი თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა.