გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ზელენსკი თეთრს სახლს ეწვია. მისი და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ხმაურიანი გამოდგა.
შედეგად, უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ჩაიშალა.