aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკრაინის ამბავთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ინიციატივას მიერღთებული ვართ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში მიმდინარე პროცესებს შეშფოთებით ადევნებენ თვალს. მოვლენები, რასაც ადგილი აქვს, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და მსოფლიო თანამეგობრობა ამას გმობს

მისი თქმით, აუცილებელია მყისიერი რეაგირება და შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღება.

მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოწვეულია. ამ უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატური უნდა იყოს და სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა დაუყოვნებელი ზომების მიღება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს უკრაინის შესახებ მკაფიო პოზიცია არ აქვს.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მკაფიო პოზიცია არ გვაქვს. ყველა საერთაშორისო ინიციატივას ვართ მიერთებული, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, ანექსიას გმობს. ასევე მიერთებული ვართ ევროკავშირის სანქციებს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, გენერალური ანსამბლეის ფარგლებში, გაერო-ს განცხადებებში უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებზე. საქართველო არის არა მარტო მიერთებული ამ რეზოლუციებზე, არამედ ერთ-ერთი ინიციატორია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქმედება უკრაინასთან მიმართებაში თანმიმდევრულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მომავალშიც ასე იქნება.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....