aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხედრო წრთვნები სამ ლოკაციაზე: წრთვნებს თავდაცვის მინისტრი დაესწრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. საველე წვრთნებს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიდმებარე ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნები სამ ლოკაციაზე განახორციელა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. III ქვეითი ბრიგადის ბატალიონის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და  თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს  ამერიკის შეერთებული შტატების არმიის “COBRA” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს მხარდაჭერა.

საველე სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრება და ხაზი ქართული ჯარისთვის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობას  გაუსვა.   მან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საველე წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამერიკელ პარტნიორებს კი, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედროებთან საუბრისას მინისტრმა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს  ხელფასები ეტაპობრივად წოდების შესაბამისად ეზრდებათ.

 

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაშია ჩართული და მომზადების  მეოთხე, დასკვნით ფაზაზე იმყოფება. შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით 32-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.

იტვირთბა....