ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი: “იპოვე განსხვავება არაოფიციალური ბატონის შვილის ქორწილთან…” (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, სვეტიცხოველში, ყოფილი პრემიერის ვაჟის ბერა ივანიშვილის ჯვრისწერას ეხმაურება და საკუთარუ შვილის იმავე ტაძარში ნათლობას ადარებს.

“2006 წელს ნინო ანანიაშვილმა და ვიქტორ იუშენკომ მონათლეს ჩვენი შვილი ნიკუშა სამებაში. მიუხედავად იმისა,რომ ორი მომქმედი პრეზიდენტი ვიყავით ტაძარში,იქ ყველა მსურველს უშვებდნენ და სამება სავსე იყო ხალხით. კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩვენს უკან, გარდა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა, ეკლესიის მრევლიც დგას. იპოვე განსხვავება ამ კვირის საქართველოს არაოფიციალური ბატონის შვილის ქორწილთან…” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილმა ჯვარი დაიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მრევლს ტაძარში შესვლის საშუალება არ მიეცა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სვეტიცხოველის სამღვდელოებამ უარყო.

2006 წელს ნინო ანანიაშვილმა და ვიქტორ იუშენკომ მონათლეს ჩვენი შვილი ნიკუშა სამებაში.მიუხედავად იმისა,რომ ორი მომქმედი პრეზიდენტი ვიყავით ტაძარში,იქ ყველა მსურველს უშვებდნენ და სამება სავსე იყო ხალხით.კადრებში კარგად ჩანს,რომ ჩვენს უკან,გარდა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა,ეკლესიის მრევლიც დგას.იპოვე განსხვავება ამ კვირის საქართველოს არაოფიციალური ბატონის შვილის ქორწილთან…#არამონობას

Gepostet von Mikheil Saakashvili am Dienstag, 13. November 2018

 

იტვირთბა....