ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმას ზრდის, რადგან, მათი განმარტებით, არსებული გადასახადი იმდენად დაბალია, რომ ხალხი საზღვრის კვეთას არ ერიდება, გაზრდილი ჯარიმები კი კანონდამრღვევების რიცხვსაც შეამცირებს და ბიუჯეტის შემოსავალზეც დადებითად აისახება.
ამიტომაც, საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის აქამდე არსებული ჯარიმის ორჯერ, ზოგ შემთხვევაში კი სამჯერ მეტად გაზრდას ითვალისწინებს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, პირველი იანვრიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 460-მა ადამიანმა დაარღვია.