საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ბახტაძემ ხმა დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც, მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ქართულ ტრადიციებს და ევროპულ არჩევანს მისცა.
ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინ აირჩია პირველმა რესპუბლიკამ“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.