aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს: ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დავაკავეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს ყალბი საქართველოს ბინადრობისა და მართვის მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

იტვირთბა....