aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა სააკაშვილს: “თქვენ მხოლოდ შურისძიებასა და ეგოიზმს ასხივებთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა  ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი გამოჩენა  ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არის „ვარდების რევოლუციის“ იდეების და რეფორმების გამგრძელებელი განსხვავებით იმ მლიქვნელი ოპორტუნისტებისა, რომლითაც დღეს სავსეა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსის აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც – დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, – მიმართავს სოციალურ ქსელში უგულავა სააკაშვილს.

გიგი უგულავა ამით მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მას „ევროპული საქართველოსთვის“ ხეზე ასვლა არ უსწავლებია.

იტვირთბა....