არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჭულაძე – ზურაბიშვილმა პატრიოტია? იცის ქართული ენა? აბა, რატომ უნდა ავირჩიოთ?

„ეს მავნებელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე დავტოვო ქვეყანა და გავიქცე თითქოს რაღაც საშინელება ხდება. მე არ დავტოვებ ქვეყანას. ფონდში ხუმრობენ ნეტა დაგვიჭირონ ყველა და აქამდე ამნისტია შეგვეხებოდაო, – ამის შესახხებ პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყანას ჭირდება ლიდერი, რომელმაც იცის ქართული ენა. მსოფლიო ბანმა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

„სალომე ქართველია? მითხარით სალომე იცის ქართული ენა? ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ რომ დაღუპონ ეს ქვეყანა? რამდენი ადამიანი დაგვასვა ივანიშვილმა რომელმაც არ ივარგა. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც არის განათლებული, თავისი სამშობლოს მოსიყვარულე, რომელმაც იცის ქართული ენა,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....