ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ვაისი: “საქართველოს ნაკრების მიზანია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება”

საქართველოს ეროვნული საფეხბუთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ლატვიასთან მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის თამაშის შედეგით კმაყოფილია, მიუხედავ პენალტით გამარჯვებისა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მიზანია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება.

“რთული იყო დაცვითი გუნდის წინააღმდეგ თამაში. დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშისთვის ანდორას წინააღმდეგ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანია ნაბიჯ-ნაბიჯ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავოთ. მნიშვნელოვანი თამაში იქნება ანდორასთან და შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი აღმოჩნდეს სტუმრად ლატვიასთან. მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანით გავიმარჯვეთ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და გვგულშემატკივრობდა”,- განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

იტვირთბა....