საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დიანიუსის” ინფორმაციით, ადგილობრივები მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით წელს უკვე მესამედ შეიკრიბნენ.
„რეგიონული განვითარებისა და ინმფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, მთის სატატუსთან დაკავშირებით. მთის სტატუსს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ მერიას ინფორმაცია აქვს მიწოდებული თითქოს საძოვრები სოფელს საერთოდ არ აქვს, ეს ინფორმაცია არ არის სწორი. საძოვრების ნაწილი ოკუპანტებმა წაგვართვეს, თუმცა ნაწილი გვაქვს, ისევ. ვითხოვთ მერიამ გამოასწოროს ხარვეზი”-აცხადებს დათო ჯღირაძე.
იტვირთბა....