ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზარი ქუთაისიდან: “სახლში ვერ ავდივარ, იქ გველია”

ქუთაისში, “იმერეთი ნიუსს” მოქალაქე დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გორის ქუჩაზე ყოფილი “ტელეატელიეს” შენობაში ქვეწარმავლები ბინადრობენ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

“გორის ქუჩაზე ვცხოვრობ, ყოფილ “ტელეატელიესთან”. შენობაში არაავინაა, მიტოვებულია და როგორც ჩანს, იქ ქვეწარმავლები ბინადრობენ. ჩვენს კორპუსშიც არიან. სახლში ვერ ავდივარ და ჩამოვდივარ. გასულ კვირას მეზობელმა საკუთარ ავტოფარეხშიც ნახა. გვინდა, სადარბაზოები შეიწამლოს, რათა უფრო უსაფრთხოთ ვიგრძნოთ თავი”, – აცხადებს ადგილობრივი მაგდა თხილავა.

imereti.news

იტვირთბა....