ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

10 წლის ბავშვი მტკვარში იხრჩობოდა: მის გადასარჩენად ქალბატონი გადახტა

25 წლის ახალგაზრდამ და სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ 10 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 1 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა.

როგორც ,,დიანიუსს” ადგილობრივები უყვებიან, მოზარდები მტკვარში საბანაოდ მშობლების დაუკითხავად ჩავიდნენ, მდინარეში ბანაობისას კი ერთ-ერთი მოზარდი წყლის სირღმეში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი 25 წლის მარიამ სადაღაშვილი, რომელიც მდინარეში გადახტა და 10 წლის მოზარდი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა.
,,შვილებთან ერთად ვიყავი გამოსული მდინარის პირას. შემთხვევით დავინახე, რომ მდინარეში ვიღაცა ხელებს აფართხალებდა. ეტყობოდა, რომ ყვირილითაც კი ვერ ყვიროდა ბუნებრივია, არც კი დავფიქრებულვარ ჩემი შვილები დავტოვე და ტასაცმელით გადავხტი მდინარეში. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ამ ყველაფრის გააზრებაც კი გამიჭირდა” – აცხადებს მარიამ სადაღაშვილი.

dianews.ge
იტვირთბა....