თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებიუთ, თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია ავტობუსების პარასკევსა და შაბათს, ღამის საათებში დამატებაზე.
მერის თქმით, ოქტომბერში საქართველოში ძალიან დიდი ფორუმის ჩატარება იგეგმება, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება და მასზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან „ღამის მერები“.
“ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა და ა.შ. პირველი პროექტი, მაგალითად, ავტობუსების დამატება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ღამის საათებში, განსაკუთრებით, პარასკევი-შაბათი, ამას ვაკეთებთ და სექტემბერის შუა რიცხვებიდან ეს პროექტი ჩაეშვება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.