საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ანატოლი ბიბილოვის განცხადებას პასუხოსბს და აცხადბს, რომ კარიც და ყველა ფანჯარაც ამოქოლილი აქვს რეგიონს მავთულხლართებით და ტანკებით.
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საპასუხოდ აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონი მოსახლეობისგან თითქმის სრულად არის დაცლილი და ეს არის რეალობა.
„კარიც და ყველა ფანჯარა აქვს რეგიონს ფაქტობრივად ამოქოლილი ამ მავთულხლართებით და ტანკებით. ცხინვალის რეგიონი მოსახლეობის 80%-სგან დაცლილია. ეს არის მოცემულობა. ეს არ არიან მხოლოდ დევნილები, არამედ ძალიან ბევრი ოსი მოსახლე, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები, რადგან პერსპექტივის განცდა აღარ არის. სოფლები გაყოფილია მავთუხლართებით, მაგალითად, ხურვალეთი, ზარდიაანთკარი და მეზობლები ერთმანეთს წლების განმავლობაში უყურებენ და ხელსაც ვერ ართმევენ, ეს პარადოქსია, შეუძლებელია, ეს იყოს 21-ე საუკუნის რეალობა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „რესპუბლიკაში“ დაპატიჟა.
„ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვპატიჟებ ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს“, – განაცხადა ბიბილოვმა.