პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას კლუბ ბასიანის რეზიდენტების მიერ მოსკოვში გამართულ ფესტივალზე წასვლასა და იქ გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ისტერიკული დამოკიდებულება არასწორია.
“ასი პროცენტით ყველაფრის გამიჯვნა არ გამოდის. მით უმეტეს, ჩვენ თვალს ვხუჭავთ, მაგრამ თუ ამ ისტორიას ასე განვავითარებთ, მაშინ ჩვენი ასეულ ათასობით ადამიანი, რომლებიც საშოვარზე არიან წასულები, მტრებად უნდა გამოვაცხადოთ. ლოგიკურად ასე გამოდის. ისტერიკული დამოკიდებულება ბასიანის რეზიდენტების საკითხზე, არასწორია.
მეორე საკითხია, რომ იქ წასვლას პოზიტიური როლიც შეიძლება, ქონდეს. ნებისმიერ ესეთი ტიპის ქმედებას შეიძლება ქონდეს ნეგატიური და პოზიტიური მხარე. პოტივში ვგულისხმობ იმას, რომ მთავარი ის კი არაა ვინ მიდის მოსკოვში და ვინ არა, მთავარი ისაა რას აკეთებს იქ, როგორ იქცევა და რა გარემო ყალიბდება მის ირგვლივ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან ყველანაირი კონტაქტი უნდა შევწყვიტოთ, ვინც კომუნიკაციაში შედის ამ ქვეყანასთან ყველას მტრად ვაცხადებთ, მაშინ რას ვუშვრებით ორას თუ სამას ათასს ადამიანს, რომელიც რუსეთში მუშაობს? ისტერიკული დამოკიდებულება ამ თემის მიმართ მიუღებელია. ერთია, როდესაც ვინმე მიდის რუსეთში და იმპერიულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და მეორეა მიდის ორი კაპიკის საშოვნელად და წინდა შოუ-ბიზნესის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა. რატომ არის ეს კრიმინალი და რატომ უნდა ვლანძღოთ ეს ადამიანები გაუგებარია ჩემთვის”, -განაცხადა ხუხაშვილმა.
ამავე თემაზე: ნახეთ რეზიდენტების წასვლაზე ინტერნეტ-გამოხმაურებები