გამოცემა times of israel-ი “ბენ გურიონის” აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს, კერძოდ, საქმე ეხება ისრაელში ჩასულ წყვილს – 38 წლის კაცსა და 40 წლის ქალს.
აეროპორტში კაცი ეტლით გადაადგილდებოდა, მას დიდი ოდენობით თანხა ქონდა და ამბობდა, რომ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა, ხოლო ქალი მისი ნათესავი იყო.
როგორც გაირკვა ქალმა კაცის ავადმყოფობის შესახებ არ იცოდა. გარდა ამისა, მათ სასტუმროს ჯავშანიც არ ქონდათ. როგორც გაირკვა ქალმა და კაცმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ამ ხერხით გადაწყვიტეს ისრაელში არალეგალურად შესულიყვნენ. სამართალდამცავებმა ისინი დააპატიმრეს და სადეპორტაციო ციხეში გაგზავნეს.
ამის შემდეგ, კაცი ეტლიდან წამოდგა და დამოუკიდებლად გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ავადმყოფობა სამართალდამცავების მოსატყუებლად იყო მოგონილი. დაკავებულებს საქართველოში დააბრუნებენ.

