ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა – პიტერ სიიარტო

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

“ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება“ – წერს სიიარტო X-ზე.

მანამდე, გამოცემა Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა უკრაინისთვის სესხის გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.

იტვირთბა....