ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, საქართველო რუკიდან გამქრალია და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. რუკიდან გაქრობა საქართველოსთვის როგორც რეგიონში, ისე რეგიონის მიღმა, თავისი ისტორიული როლის გაქრობას ნიშნავს. რუსეთი კვლავ ჩვეულ სტილში იქცევა. ის აკონტროლებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ კანონებსაც, რომლებსაც იღებენ. სანქციების გვერდის ავლაც უფრო ხშირი გახდა. ისინი ქართულ პორტს რუსული ნავთობისთვის იყენებენ, რაც საბოლოოდ ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებულია. რუსეთი ბოლომდე არასდროს დაკმაყოფილდება, მაგრამ მან იპოვა ახალი სტრატეგია იმისა, თუ როგორ გააკონტროლოს სახელმწიფო უკრაინის მსგავსი ძვირადღირებული სამხედრო შეჭრის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....