დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.
“ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით“ – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

