იმის მოლოდინი, რომ მათი [„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტების] დასკვნა მსუბუქი იქნება და „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე არ იქნება, შეუძლებელია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ ექსპერტთა ჯგუფის საქართველოში მუშაობას ეხმაურება.
“ამ ჯგუფთან საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, სისტემურ წამებას, ძალადობასა თუ ადამიანის უფლებების უკიდურესად მძიმე შელახვის ფაქტებს და ასევე, ზოგადად ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელიც ჰუმანურ პრინციპებთან ახლოსაც აღარ არის.
ძალიან კომპეტენტურია ეს ჯგუფი, რომელსაც „ქოცების“ მსგავს ავტოკრატებთან უმუშავია და იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაც არის ქვეყანაში და რაც ხდება, მოლოდინი, რომ მათი დასკვნა მსუბუქი იქნება და „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე არ იქნება, შეუძლებელია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

