ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიბილოვი: “ცხინვალი აქტიურად მუშაობს სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად”

„რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალი აქტიურად მუშაობს სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად.

„გასული 10 წლის განმავლობაში ამგვარი აქტიურობა საგარეო პოლიტიკაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ამ პოლიტიკას.

ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ ერთმანეთის ინტერესების დაცვას შევუწყობთ ხელს მესამე ქვეყნებში. იქნება ეს ირანი, რომელიმე არაბული, აფრიკული თუ ლათინური ამერიკის სახელმწიფო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

იტვირთბა....