ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა ლეჩხუმის 12 სოფელი წყლით დაიფაროს

ხვამლის მთის ტერიტორია, საკარმიდამო ნაკვეთები, საგვარეულო საფლავები  და ლეჩხუმის 12 სოფელი წყლით დაიფარება იმ შემთხვევაში თუ ლეჩხუმში ორი ჰიდროელექტოსადგური აშენდება. ინფორმაციას “imereti.news” ავრცელებს.

ორი ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მშენებლობის დაწყება მათთან შეუთანხმებლად გადაწყდა.

“თუ რამე გაკეთდება კარგია, მაგრამ ამის ხარჯზე სამომავლო საქმე არ უნდა გაფუჭდეს. თუ უნიკალური ვაზის ჯიშები გადაშენდა და სახლები დაინგრა, ასეთი მშენებლობა არ  გვინდა. ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს,” – ამბობს გულიზა ბანძელაძე.

მოსახლეობა შიშობს, რომ ორი ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მეწყრულ პროცესებს კიდევ უფრო გააქტიურებს და ისედაც ავარიული სახლები ნესტისგან დაიშლება. ლეჩხუმელები წინაპართა სახლების დატოვებას არანაირი ფულადი კონპენსაციის გამო  აპირებენ და სვანების მსგავსად საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ კომპანიამ, რომელიც ჰესებს აშენებს რისკები ბოლომდე არ გათვალა და სათანადოდ არ შეისწავლა ამ რეგიონის კლიმატური მახასიათებლები.

“ტენდენციად იქცა უკვე, როდესაც მშენებლებს ბუნებრივი საფრთხეები სათანადოდ შესწავლილი არ აქვთ.   არ შეიძლება ბუნებასთან ჭიდილი “– ამბობს გოდოლაძე.

როგორც პროექტის ტექნიკური დირექტორი განმარტავს , სპეციალისტები ახლა სწავლობენ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს  მძლავრი ჰიდროელექტრო ჰესების მშენებლობამ რიონის ხეობაზე.

ინვესტორს კი კონკრეტული პასუხები არ აქვს.

შეგახსენებთ, ჰესების მშენებლობის ნებართვა 2016 წელს გაიცა, მაშინ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო. აღნიშნული პროექტი 2022 წელს უნდა დასრულდეს.

საინჟინრო სამუშაოებს შვეიცარიული  კომპანია “შტუკი” აწარმოებს.

იტვირთბა....