ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიკროავტობუსების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. 858 სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება აეკრძალა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შალვა ურიადმყოფელის ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებას არ ექვემდებარებიან.

რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაირა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა.

ტექდათვალიერების ამოქმედებიდან, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა.

იტვირთბა....