ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საგანგებო, არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან, რომლის მიზანიცაა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხარდაჭერის გამოხატვაც არის, გამომდინარე იქედან, რომ სწორედ მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არსებობს გერმანიის კოალიციურ მთავრობაში მწვავე დისკუსია.
„შეხვედრა უფრო მეტად სამუშაო ხასიათს ატარებს და კონსულტაციების გაწევას ემსახურება. საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიიღება“, – განუცხადა ანგელა მერკელმა საინფორმაციო სააგენტოებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში მიგრაციასთან დაკავშირებით სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბოლო გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ევრკავშირის 500 მილიონი მოქალაქისთვის აღნიშნული საკითხი ყველაზე შემაშფოთებელია. ამას ისიც ემატება, რომ ცალკეულ ქვეყნებში მთავრობაში მოვიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც მიგრაციის მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევიან.