სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, საუბარით “ნუცუბიძის მე-3 პლატოს სკვერში სტუმარი გვყავს”. ქვეწარმავალი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.
ცხოველთა მონიტორინგის ცენტრმა, განაცხადა რომ 31 მაისს ნუცუბიძეზე მოსახლეობამ გველხოკერა მართლაც შენიშნა. ინფორმაციას “primetime” ავრცელებს.
“ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსის სკვერში გველხოკერა აიყვანეს. დაახლოებით მეტრი და ოცი იყო სიგრძეში. ქვეწარმავალი კი, რომელიც ვიდეოში ჩანს, თითქოს უფრო დიდია. გვგონია, რომ ეს იგივე შემთხვევაა, რადგან 31 მაისს სხვა გამოძახება არ გვქონია. თუმცა მისამართი ზუსტად არ ემთხვევა. ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებდით მოცემულ ადგილს. ასი პროცენტით ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს გველი, რომელიც ვიდეოშია, იგივეა, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა აიყვანა”, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში.