ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “მივესალმები, რომ კლუბი “ბასიანი” ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბი “ბასიანის” ჩვეულ რეჟიმში მუშაობას მიესალმება. საფრთხის წინაშე არასდროს მდგარა ის, რომ კლუბი დაიხურებოდა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ დასვენებასა ღამის ეკონომიკის განვითარებას ქვეყანასა და ქალაქში.

„შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ კლუბი გაიხსნა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და როგორც კი დასრულდა, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა,”- განაცხადა კალაძემ.

კლუბი „ბასიანი“ გუშინ გაიხსნა. სამართალდამცველებმა მის შესასვლელს ლუქი მოხსნეს და გასაღები კლუბის მფლობელებს გადასცეს.

კლუბ „ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად გელბახიანის თქმით, კლუბი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ოფიციალურად გამართავს ივენთს.

იტვირთბა....