“თეთრი ხმაურის” აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა სუბელიანის განცხადებაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების დაწყების საფუძველი სუბელიანის მიერ გადაცემა “არჩევანში” გაკეთებული განცხადება გახდა.
უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუხლის მუქარით აღიძრა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ანა სუბელიანი უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ სუბელიანმა მის მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე განცხადება გუშინ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა და განაცხადა, რომ უცნობი პირები შვილით ემუქრებიან.