სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმულ კარვები დაშალეს. პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია კანონს არღვევს და ისინი ცდილობენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ.
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.