ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებაში” თავმჯდომარედ დაბრუნება”

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე – დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტიის როლი და პარტიის განვითარება

“ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნების გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. ამას აქვს თავისი პროცედურები – მოხდება პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარდგენა და პოლიტსაბჭო ყრილობაზე წარადგენს, რომელიც მაისის დასაწყისში ჩატარდება.

პარტიიდან და პარტიული თანამდებობებიდან არავის გაშვება არ იგეგმება, ხოლო ის, თუ ვის რა ფუნქცია ექნება, ამას ყრილობა გადაწყვეტს“-  განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....