პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას პარტიაში.
მან დაადასტურა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში ბრუნდება.
“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის ინიციატივით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ის ბრუნდება პოლიტიკაში. შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ ის დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას პარტიაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყევტილებებზე.
“ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის – პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად”,- დასძინა კობახიძემ.