ახალი ამბები მთავარი სამართალი

კუპრავა: სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს, რითაც პროკურატურას აშანტაჟებს

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავა “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალურ კადრებს ფლობს. კუპრავას მტკიცებით, სუბელიანს ეს კადრები ხელში მაშინ ჩაუვარდა, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენისპექციის უფროსი იყო და ციხის ყველა ჩანაწერი მის ხელში ხვდებოდა.

კუპრავა იმასაც ადასტურებს, რომ ის სუბელიანს მისი სიმამრის ბორის კაკუბავას მეშვეობით ეკონტაქტებოდა და მისი გასაჯაროების აუცილებლობაში არწმუნებდა, თუმცა მათი მოლაპარაკებები მოგვიანებით ჩიხში შევიდა. გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ სუბელიანი სწორედაც, რომ ამ კადრებით პროკურატურას აშანტაჟებს და ცდილობს, რომ 51-ე სკოლის მკვლელობის საქმეში სხვა დამნაშავეებს, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან ხელი დააფაროს.

“მირზა სუბელიანს ბორის კაკუბავას მისი სიმამრის მეშვეობით ვეკონტაქტებოდი. ჩვენი ურთიერთობა ერთჯერადი არ ყოფილა. შეხვედრის მთავარი მიზეზი სუბელიანის ხელში არსებული კადრებია, სადაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაა ასახული. თავიდან თითქოს დამთანხმდნენ, რომ კადრებს გაასაჯაროებდნენ, ბოლოს კი უარი მითხრეს. სუბელიანი პროკურატურას სწორედაც, რომ ამ კადრებით აშანტაჟებს და ამიტომაც არის, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში სასამართლოს წინაშე წარსდგა არა 4 არამედ ორი არასრუწლოვანი. სუბელიანი ამ კადრებით ხელისუფლებასთან ვაჭრობს. დღეს დილას ბორის კაკუბავამ დამირეკა და დამემუქრა, რომ გავჩერდე.
მისი თქმით, მე არ ვარ ის დონე, რომ მირზას ველაპარაკო. კაკუბავა ამბობს, რომ მირზას, რომ მოუნდეს ვინმესთვის რამეს გადაცემა ხალხს თავადაც მონახავს. ხოლო მე პროკურატურამ სათანადოდ უნდა დამსაჯოს,“-ამბობს კუპრავა “მეტრონომთან” საუბრისას.
დღეს ზვიად კუპარავა პროკურატურაში დაიკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს, პროკურატურაში კუპარავა მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურაუტურის ყოფილ მაღალჩნოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

იტვირთბა....