“სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის გ.უ-ს საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. მ.უ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.
ვინაიდან მ.უ. მიემალა გამოძიებას, 2017 წლის 31 ოქტომბერს მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით), აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ.უ. დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.