ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღორის სპერმის ვალი გადახდილია

გურიის მოამბის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს ღორის სპერმის ვალი დაფარა.

146 ლარი, ჩაერიცხა კომპანიას, რომლისგანაც გასულ წელს ღორების განსაკუთრებული ჯიშის გამოსაყვანად, სპერმა შეიძინეს. დარჩენილი 350 ლარი კი, ჯერ არ დაუფარავთ, რომელიც, როგორც ამბობენ სხვადასხვა მომსახურების დავალიანებაა.

მართალია, ოზურგეთში ფერმერულ მეურნეობას სწორედ იმის გამო შეწუყვიტეს ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომ ღორების გამრავლება ვერ მოხერხდა და როგორც ოზურგეთის საკრებულოში აცხადებენ სპერმა უვარგისი გამოდგა, თუმცა, როგორც საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ვალი დასაბრუნებელი იყო და კომპანიას უნდა გადარიცხვოდა კიდეც.

იტვირთბა....