ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა დავით მჟვანაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს საკუთრი ბიუჯეტიდან აპირებს არარსებული ფერმერული მეურნეობის ვალის გადახდას.
როგორც მჟავანაძემ “მეტრონომს” განუცხადა, საუბარია ღორის უხარისხო სპერმაზე, რომლის თანხაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულმა ფერმერულმა მეურნეობამ იყიდა, მაგრამ შემდეგ თანხა არ გადაიხადა, რადგამ სპერმა არ იყო ხარისხიანი.
“ფერმერული მეურნეობა, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა, გაუქმდა და მისი ქონება სხვას გადაეცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მეურნეობას ღორის სპერმის დავალიანება ქონია. ეს საკითხი ბიუროზე შემოვიდა განსახილველად და დავინტერესდით თუ რატომ იყო 500-ლარიანი დავალიანება. გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ფერმერულ მეურნეობას თავის დროზე უხარისხო ღორის სპერმა შეუძენია და რახან უხარისხო იყო, თანხა აღარ გადაუხდია.
როგორც ჩანს, ამაზე არც დავა წარმოშობილა, არცერთ მხარეს მიუმართავს სასამართლოსთვის. ახლა პირდაპირ სხდომაზე გამოიტანეს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა მხოდეს ღორის სპერმის დავალიანების გადახდა. მე ეს გავაპროტესტე, რადგან მსგავს რამეებში თანხა არ უნდა იხარჯებოდეს. ზოგადად, ეს თემა ჩავარდა კი არა, არც მაგათი გამოყვანილი ღორები არ უნახავს არავის და არც მაგათი გაკეთებული საქმე. შემდეგ ადგნენ და საერთოდ გააუქმეს ეს სამსახური. ზოგადად, ეს იყო წინასაარჩევნოდ შექმნილი სამსახური და რეალურად, მას მალე გააუქმებდნენ. ჩვენ თურმე არარსებული ფერმერული მეურნეობის ვალი უნდა ვიხადოთ და ისიც უხარისხო ღორის სპერმისთვის”, – განაცახდა მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ
“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.
საკრებულოს თვმჯდომარის განცხადებით, ეს 500 ლარი ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანებაა.
საბოლოოდ, საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

