თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც მეტროსადგურ “ვარკეთილის” სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.
“ცოტა ხნის წინ ვარკეთილის ”მეტროსადგურში” ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.
მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.