ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გია ვოლსკი: “სააკაშვილს კოსტუმებსა და პალტოებზე გაცილებით მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის შემთხვევაში პრობლემებს არ ელოდება.

“უკრაინის მართლმსაჯულების დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. რამდენადაც მახსოვს უკრაინულ მხარეს პრეტენზია ქონდა, რომ სააკაშვილს კავშირი ქონდა რუსეთში მყოფ უკრაინელ ოლიგარქთან. ამას თავად სააკაშვილიც არ უარყოფს. სააკაშვილმა ბევრი მაპროვოცირებელი ქმედება ჩაიდინა. ამერიკის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმაც ისაუბრეს აღნიშნულ თემაზე. დაველოდოთ ადვოკატს, ურაინული მხარის განცხადებას. შემდეგ უფრო სრული სურათი შეგვექმნება. რამდენადაც ვიცი, სააკაშვილის დაკავება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს არ უკავშირდება. საუბარი იყო კოსტუმებზე და პალტოებზე, რაზეც თავად მარგველაშვილმაც თქვა, კოსტუმებზე ასამართლებთ პრეზიდენტსო. რეალობა სულ სხვა არის – ქართული მართლმსაჯულების მიერაც სამაოდ მძიმე ბრალდებები აქვს მას წაყენებული. რა ბრალდებას წაუყენებენ უკრაინაში ამაზე იქნება დამოკიდებულილ როგორ მოილაპარაკებენ საქართველოსა და უკრაინის შესაბამისი უწყებები ექსტრადიციის საკითხზე.

არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილის საქართველოში პატიმრობა პრობლემას შექმნის. პრობლემას შექმნის თუ არა, მთავარია მართლმსაჯულების განხორციელება. სიმართლე გითხრა, მე პრობლემებს არ ველოდები. მთავარია, დამნაშავეა უნდა დაისაჯოს. არაა დამნაშავე და არ უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. დასჯა პოლიტიკური ნიშნით მიუღებელია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ რესტორანში დააპატიმრეს.

იტვირთბა....