ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლონდა თოლორაია დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლონდა თოლორაია დაინიშნა.

ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 -2016 წლებში ის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას.

2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.

იტვირთბა....