გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ხელისუფლებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა სურს. როგორც გერმანულ რადიო WDR-ს ეთერში რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა, ამის მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.
wdr.de პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.