“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, პარტიაში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა.
„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.