საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე პოეტ ზვიად რატიანის შესახებ არხის ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეოზე აკეთებს კომენტარს და იმედს გამოთქვამს, რომ ამის გამო არხის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითი დადგება.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-საიტზე ზვიად რატიანზე არსებული ვიდეო გამოქვეყნდა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქცევა გამართლებულიყო და უფრო ფართოდ თუ ვიტყვით, ვიდეო ხელისუფლების გასამართლებლად დაიდო. გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობის ფორმა სამეურვეო საბჭომ უნდა განსაზღვროს.
როდესაც დავაყენე საკითხი, რას გულისხმობდა გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობა, სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ ჯერ თვითრეგულირების ორგანოში შემოტანილი საჩივრის განხილვა მომხდარიყო და აქ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ვიმოქმედებდით. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ნამდვილად ოქსიმორონია. არ ვართ დამნაშავეები და თან ვიდეო იხსნება ვებიდან. თუ არ ხარ დამნაშავე, ვებიდან ვიდეოს რატომ იღებ. ვიდეო ჯერ არ ჩახსნილა, არსებობს შვიდღიანი ვადა გასაჩივრების. აი, ეს პროცესები რომდ ასრულდება, დიდი იმედი მაქვს, რომ სამეურვეო საბჭო გენერალურის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს”, – აცხადებს მსხილაძე “ტვ პპირველთან” საუბრისას.