ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეეზოვე: “10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს”

წითელ ბაღში გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებს მეეზოვე იუზა პაპუნაშვილი იხსენებს. მეეზოვე უშუალოდ შეესწრო ჩხუბს.

“მე არ გამომიძახებია პოლიცია, თვითონ მოვიდა. 10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს. მე წამოვედი და 20 წუთში დავბრუნდი უკან. დაბრუნებულს აღარავინ დამხვდა იქ. 15 წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ და ბევრი სისხლი იყო დაქცეული. მერე გავიგე, რომ 2 ბიჭი დაუჭრიათ. წამიყვანეს გუშინ პოლიციაში, მთელი ღამე იქ ვიყავი, დაგვკითხეს. დავინახე, ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობოდნენ. 1 ბიჭს აგინებდა 3 ბიჭი, ძალიან ხმამაღლა. 15 მეტრის მანძილზე იყო სისხლი”, – ამბობს მეეზოვე.

35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: მაგდა სარსევანიძე

იტვირთბა....