ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ფეხების ბაკუნი და უზარმაზარი არმია საპარლამენტო პულტებთან: გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს

გაზეთ “რეზონანსთან” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე საუბრობს. მისი თქმით, არ დარჩა სეგმენტი, ვისაც ეს კანონი უნდა.

“ასეთი რამ სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა”. – ხუხაშვილის თქმით, უმრავლესობის დეპუტატები გააკეთებენ იმას, “რასაც ეტყვიან”.

“რამდენიმე ლობისტი ჰყავთ პარლამენტში, რომლებიც ჯიუტად ამბობენ, რომ ვერც ერთ არგუმენტს ვერ ხედავენ. თუ ადამიანს დანახვა არ უნდა, ვერაფერს დაინახავს. ეჭვი მაქვს, რომ კობახიძე სწორედ ასეთი ადამიანების რიგს მიეკუთვნება”. – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, უსასტიკესი რეჟიმი იყო სააკაშვილის რეჟიმი, რასაც, კობახიძისგან განსხვავებით, ის აქტიურად ებრძოდა და ასეთი რამ იმათაც კი არ გაუკეთებიათ.

“მათ ფეხების ბაკუნით სურთ, თავისი გაიტანონ. ეს ხომ პულტზე თითის დამჭერების უზარმაზარი არმიაა. დარწმუნებული ვარ, ეს კანონი “ოცნებაში” მარტო 5%-ს ექნება წაკითხული.” – აცხადება ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სპიკერი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოში მითითებული არგუმენტებიდან დაწყებული, არასამთავრობოებით გაგრძელებული და მედია-ექსპერტებით დასრულებული, ის და უმრავლესობა დამაჯერებელ არგუმენტებს ვერ ხედავენ იმაში, თუ რატომ არ უნდა იყოს შეტანილი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ კანონში”.

ახალი რედაქციით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უთანაბრდება ყველა კომერციულ ტელევიზიას სარეკლამო ბაზარზე და გენერალური დირექტორის უფლებამოსილება იზრდება. მედიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ასეთი მოთამაშის ბაზარზე ასეთი სახით შემოსვლა დააზარალებს დანარჩენ მედიას.

იტვირთბა....