ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....