ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგორი კარასინი: „ქართველებს მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მხოლოდ გულშემატკივრის მოწმობა და მატჩის ბილეთი დაჭირდებათ“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს.

„როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ვისურვებ, რომ შეზღუდვები მაქსიმალურად შერბილდეს. მოქმედებაზე გადასვლას კი ხელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები უშლის ხელს.

საუბარი ეხება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას – ანუ ყველა იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიებზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს საკითხებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტური კონტაქტები გვექნება, რატომაც არა.

საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა,“ – განაცხადა კარასინმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეექმნებათ პრობლემები ქართველ გულშემატკივრებს, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურთ, კარასინმა განაცხადა, რომ „ჩემპიონატზე დასასწრებად საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება“.

იტვირთბა....